top of page
სასტუმრო „პანორამიკი“ & ბარ-რესტორანი „სქაი ლაუნჯი“

ოთახები

ჩვენი სასტუმრო მდებარეობს ქუთაისის ცენტრალურ უბანში, თამარის ქუჩა N87-ში; ქუთაისის ცენტრალური მოედნიდან 900 მეტრში.
იგი წარმოადგენს 4* ბუტიკ სასტუმროს, რომელიც შედგება 18 ნომრისგან. სასტუმროს აქვს 5 DBL (ორადგილიანი ერთსაწოლიანი) კატეგორიის ნომერი, 8 ორადგილიანი (ორ ან ერთსაწოლიანი) კატეგორიის ნომერი, 3 სამადგილიანი (სამსაწოლიანი) ნომერი, 2 ლუქსი (საოჯახო ტიპის) ნომერი.

სასტუმრო „პანორამიკის“ უნიკალურია მისი მდებარეობით ̶ ის განთავსებულია ბიზნეს და კომერციულ ცენტრებთან ახლოს და ადვილად ხელმისაწვდომია საზოგადოებრივი ტრანსპორტით. საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება სასტუმროდან 15 მეტრით არის დაშორებული, რკინიგზის სადგურიდან სასტუმრომდე მანქანით მხოლოდ 2 წუთის სავალზეა, ხოლო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი სასტუმროდან 20 წუთის სავალ მანძილზეა. სასტუმრო მდებარეობს სახელმწიფო დაწესებულებებთან და ქუთაისის მთავარ ბიზნეს რაიონში, შესაბამისად იდეალურია ბიზნესისა და აქტიური დასვენების მოყვარულთათვის.

bottom of page